|
2017-03-22 18:42:05, 1997 ნახვა
კომენტარი
მღებრიშვილი: მექმნება შთაბეჭდილება, რომ ქვეყანაში ყველას უფლება დაცულია, გარდა პოლიციელისა
შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ქვეყანაში ყველას უფლებაა დაცული, გარდა პოლიციელისა, - ამის შესახებ მინისტრმა ნარკოტიკული საშუალებების ე.წ. ჩადებასთან დაკავშირებულ ბრალდებებზე სამასუხოდ განაცხადა. როგორც მრებრიშვილმა აღნიშნა, დროა დამთავრდეს სრული ისტერიკა, რომელიც საქართველოში ხდება. "შორს ვართ იქიდან, რომ პოლიციელმა ვინმეს რამე ჩაუდოს. მე მექმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ქვეყანაში დაცულია აბსოლუტურად ყველას უფლება, გარდა პოლიციელისა. უგულებელყოფილია უდანაშაულობის პრეზუმფცია, არ არსებობს საერთოდ პერსონალურ მონაცემთა დაცვის არანაირი სტანდარტი, როდესაც საქმე პოლიციელს ეხება. ყველას უფლებაა დაცული, გარდა პოლიციელისა. დროა, ეს ისტერიკა დამთავრდეს. მე ვფიქრობ, რომ ეს კარგ შედეგებამდე არ მიგვიყვანს“, - განაცხადა მღებრიშვილმა. რაც შეეხება განცხადებებს, თითქოს დაკავებულებს და მათ ახლობლებს წინასწარ ჰქონდათ ინფორმაცია ე.წ. ჩადებასთან დაკავშირებით, მინისტრის განმარტებით, მსგავსი განცხადებები მოსალოდნელი პასუხისმგებლობისთვის თავის არიდების მოტივით კეთდება. „ეს ყველაფერი არის ჭორაობა. პირდაპირ გეუბნებით, ეს არის მოგონილი მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ თავი აარიდონ მოსალოდნელ პასუხისმგებლობას. მე 1998 წლიდან გამომძიებლად ვმუშაობდი და ეს ინსინუაციები, ეს სპექტაკლი ჩემთვის უცხო არ არის, რომელსაც ახლა გვიდგამენ ზოგჯერ შსს-ს წინ და ზოგჯერ სხვაგან. ეს არის ჭორებზე დაყრდნობილი, აბსოლუტურად ყოველგვარ საფუძველს მოკლებული ინფორმაციები, მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით“, - აღნიშნა გიორგი მღებრიშვილი.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)