23:14 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-22 18:34:19, 1389 ნახვა

საზოგადოება
ცნობილ მხატვარ ოლეგ ტიმჩენკოს საზოგადოება „თბილისელისა“ და ხელოვანების დახმარებით გულის ოპერაცია ჩაუტარდა

ცნობილ მხატვარ ოლეგ ტიმჩენკოს საზოგადოება „თბილისელისა“ და ხელოვანების დახმარებით გულის ოპერაცია ჩაუტარდა.

ოპერაციისთვის საჭირო თანხა საქველმოქმედო აუქციონით შეგროვდა.

ხელოვანებმა თანადგომა რამდენიმე თვის წინ, შემოქმედებით გამოხატეს. საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე 150-ზე მეტი მხატვრის ნამუშევრები ხუთი გალერეის და საქველმოქმედო საზოგადოება „თბილისელის“ ორგანიზებით აუქციონზე გამოიფინა.

შეგროვილი თანხით ოლეგ ტიმჩენკოს ოპერაცია და შემდგომი სარეაბილიტაციო კურსი დაფინანსდა.

„ეს მოხდა სასწრაფოდ. ჩვენ არ დავფიქრებულვართ, მაშინვე ჩაერთო საზოგადოება „თბილისელი“ ამ საქველმოქმედო ღონისძიებაში. მთავარია, რომ ადამიანი ჯანმრთელია და ემზადება იმისთვის, რომ უფრო მეტი ნამუშევარი შექმნას“,- აცხადებს საქველმოქმედო საზოგადოება „თბილისელის“ თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილი.

საზოგადოება "თბილისელისთვის" ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ქველმოქმედებაში აქტიურ მონაწილეობას იღებს. 2015 წლის ივლისში, საზოგადოება "თბილისელისა" და მოსკოვში მოღვაწე ქართველების ერთობლივი ძალისხმევით, რუსეთის დედაქალაქში საღამო "თბილისის მეგობრები" გაიმართა. საღამოზე ჩატარებულ აუქციონზე თითქმის მილიონი ლარი შეგროვდა, რომელიც 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად  გარდაცვლილთა ოჯახებს მოხმარდა. როგორც ცნობილია, აღნიშნული თანხით 15 დაზარალებულ ოჯახს თბილისში საცხოვრებელი ბინა, საჭირო ავეჯითა და ტექნიკით გადასცეს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics