|
2017-03-22 18:21:38, 2134 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ბესელია: აბაშიშვილის განცხადებაც იყო მორიგი თავხედური გამოხტომა, ეს არის სიბეცეც და უვიცობაც
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი დღეს გაკეთებული განცხადების გამო, მწვავედ გააკრიტიკა. აბაშიშვილმა აღნიშნა, რომ ყველა იმ დეპუტატის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, რომლებმაც საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტზე ვეტო დაძლიეს. ბესელიამ აბაშიშვილი უვიცობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ სწორედ პარლამენტია ის ორგანო, სადაც საჭიროების შემთხვევაში კანონები იცვლება: „ძალიან ხშირად ვიკავებ თავს, რომ ასეთი მკვეთრი და პირდაპირი განცხადებები არ გავაკეთო ხოლმე, მაგრამ ახლა ძალიან პირდაპირ და მკვეთრად გეუბნებით სათქმელს, რადგან არაფერში არ წერია ეს, ქალბატონო ანა, როდესაც საჯარო მოხელე... და ბატონი აბაშიშვილის დღევანდელი განცხადებაც იყო მორიგი უპატივცემულობა და თავხედური გამოხტომა, რომელიც პარლამენტის წევრებს ეუბნება, რომ თქვენ კანონებს რომ ცვლითო, პასუხისმგებლობა აიღეთ პოლიტიკურიო, ეს არის სიბეცეც, ეს არის უვიცობაც, რომ მან არ იცის, რომ პარლამენტი ის ორგანოა, სადაც კანონები იცვლება, ჩვენ შეიძლება ძალიან ბევრი მიღებული კანონი შევცვალოთ, ეს ჩვენი ვალდებულებაა, პირველ რიგში, რომ ბევრი რამ შეიძლება შევცვალოთ მიღებულ კანონში და ეს უნდა იცოდეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა პირველ რიგში“,-განაცხადა ეკა ბესელიამ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)