|
2017-03-22 13:58:00, 2587 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
სოფო კილაძე ხოშტარიას: თქვენ უტიფრად არ უნდა საუბრობდეთ ნარკოტიკების ჩადებაზე
„ქალბატონ ელენე ხოშტარიას ვუსმენდი და მეგონა, რომ ქალბატონი ელენე თავის თავს და თავის გუნდა ელაპარაკებოდა, როდესაც ნარკოტიკების ჩადებაზე საუბრობდა“, - ასე გამოეხმაურა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს“ წევრის ელენე ხოშტარიას განცხადებას, რომლის თანახმადაც უმრავლესობა ნარკოტიკების ე.წ. ჩადებაზე თვალს ხუჭავს. „მე ძალიან კარგად მახსოვს და ჩემთან როგორც ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან უამრავი ადამიანი მოდის რეპრესირებული თქვენ დროს, თქვენი პოლიციის მიერ და მოდიან და ჩივიან სწორედ იმაზე, რომ წლები ადამიანებმა გაატარეს სწორედ ამ ნარკოტიკების ჩადების გამო საპატიმროში და იმ გაუსაძლის საპატიმროებში, რომლებიც იყო თქვენს დროს. თქვენგან განსხვავებით თუ ვინმე რამეს დააშავებს, ჩვენი გუნდი მთლიანად, ჩვენი პრემიერის ხელძღვანელობით და მეც რა თქმა უნდა როგორც ამ გუნდის შემადგენელი ნაწილი ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ დაისაჯოს ყველა ადამიანი და არაერთი გინახავთ, არ აქვს მნიშვნელობა თანამდებობის პირს თუ ვინმე რამეს დააშავებს აუცილებლად მიეცემა პასუხისგებაში. ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო და ამას ვაკეთებთ ჩვენ თქვენგან განსხვავებით. თქვენ ნამდვილად არ უნდა საუბრობდეთ, მართლა უტიფრად ნარკოტიკების ჩადებაზე“,-მიმართა კილაძემ ელენე ხოშტარიას.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)