|
2017-03-22 13:23:09, 1868 ნახვა
კომენტარი
ირმა ინაშვილი: პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის კინკლაობა უნდა დამთავრდეს
„პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის კინკლაობა უნდა დამთავრდეს, ეს სამარცხვინოა“, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა პარლამენტში მიმდინარე პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატები ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ. "მერამდენე სხდომაა უკვე, ვმსჯელობთ ე.წ მოსმენების შესახებ კანონზე. უამრავი თემაა ქვეყანაში განსახილველი. მე ვფიქრობ, უნდა დამთავრეს კინკლაობა პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის და პრეზიდენტსა და მთავრობას შორის. ძალიან სამარცხვინო ტენდენციის სახე მიიღო. ჩვენ უნდა ვაკეთოთ საქმე. აუცილებლად უნდა შეიქმნას ქვეყანაში კიბერ უსაფრთხოების უფრო ფართო და მასშტაბური სააგენტო, რომელიც დამოუკიდებელი იქნება და უფრო ფართო კომპეტენცია ექნება, ამიტომ არ დავუჭირეთ ამ კანონს მხარი. პრეზიდენტის ვეტოს რაც შეხება გვესმის, რომ ვეტო დაიდება, ვეტო აიხსნება ესეც უკვე კომიკური აქტი გახდა. თუმცა, ესეც ჩვეულებრივი აქტია და პრეზიდენტი ამით გვეუბნება, რომ არ იზიარებს ამ კანონპროექტის სულისკვეთებას. ჩვენ იმის მომხრე ვართ, რომ სააგენტო დამოუკიდებელი უნდა იყოს. არ უნდა ექვემდებარებოდეს სუს-ს",- განაცხადა ინაშვილმა. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა ე.წ მოსმენების კანონპროექტს ვეტო 20 მარტს დაადო.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა ე.წ მოსმენების კანონპროექტს ვეტო 20 მარტს დაადო.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)