21:46 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-21 16:35:06, 1351 ნახვა

საზოგადოება
ხმაური მთავრობის ადმინისტრაციასთან - ბავშვთა სამყაროს მოვაჭრეები კარვების გაშლას ცდილობენ

მთავრობის ადმინისტრაციასთან ბავშვთა სამყაროს დაზარალებულ მოვაჭრეებსა და სამართალდამცველებს შორის მცირე დაპირისპირება მოხდა. მოვაჭრეები  ადმინისტრაციასთან კარვების გაშლას ცდილობენ, რის საშუალებასაც მათ პოლიცია არ აძლევს.

„ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებულმა  მოვაჭრეებმა გუშინ თბილისის მერიისგან მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ კარვების გაშლის ნებართვა მოითხოვეს, თუმცა თანხმობა ვერ მიიღეს.

აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ მთავრობამ პირველ რიგში  დაზარალებულების სტატუსი უნდა მიანიჭოთ და პირველადი  კომპენსაციის სახით 5 000 ლარი გადაუხადონ.

მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, მოვაჭრეები  მასშტაბურ აქციებს აანონსებენ.

შეგახსენებთ,  ხანძარი შენობაში 30 იანვარს გაჩნდა. „ბავშვთა სამყაროს“ შენობა და საბითუმო ბაზრობის ტერიტორია ხანძრის შედეგად თითქმის სრულად განადგურდა.  შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 187-ე მუხლით აღძრა, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics