21:56 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-21 16:28:29, 3276 ნახვა

საზოგადოება კომენტარი Lifestyle
კალაძე ჟურნალისტებს: თქვენ ხართ ხიდი რეალობასა და ადამიანების განწყობას შორის - გისურვებთ მაღალ სტანდარტს

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ ქართველ ჟურნალისტებს პროფესიული დღე მიულოცა.

როგორც კალაძე სოციალურ ქსელ Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, ჟურნალისტების პროფესიონალიზმზე, პრინციპულობაზე და თავისუფლებაზე ხელისუფლების მუშაობის ხარისხია დამოკიდებული. 

"ჟურნალისტებს გილოცავთ პროფესიულ დღესასწაულს. თქვენს პროფესიონალიზმზე, პრინციპულობაზე და თავისუფლებაზე დამოკიდებულია ხელისუფლების მუშაობის ხარისხი და მოსახლეობის "ცოდნა" მიმდინარე პროცესებზე შინ თუ გარეთ. თქვენ ხართ ხიდი რეალობასა და ადამიანების განწყობას შორის და თითოეულ ინფორმაციას, თითოეულ სიტყვას ამ ხიდზე ატარებთ ფაქიზად და ლაღად.

ჟურნალისტების, მედიის მუშაობის ხარისხი განაპირობებს სამოქალაქო ცნობიერებას, საზოგადოებრივ აზრს და განწყობას. თქვენ ხართ ხალხის და ხელისუფლების ხელისუფლება - ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა , გისურვებთ მაღალ სტანდარტს და დიდ მიღწევებს თქვენს საინტერესო საქმიანობაში!", - წერს კალაძის. 

ცნობისთვის, დღეს ქართული ჟურნალისტიკის პროფესიული დღე აღინიშნება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics