|
2017-03-21 12:35:39, 2297 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ეკა ბესელია: ჩვენ რომანტიულ კანონებს ვერ შევქმნით
„თუ გვინდა მოვშალოთ დაცვის ყველა ზღვარი და რომანტიული კანონები ვწეროთ - ასეთი უპასუხისმგებლო ნაბიჯები არ იქნება“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა. ბესელიამ ე.წ. ფარული მოსმენების კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტი მოტივირებულ შენიშვნებს უპასუხა: "ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო ისედაც აღმასრულებელი ხელისუფლების ქვეშ არის, პრემიერი კი აღმასრულებელ ხელისუფლებას ხელმძღვანელობს და არ მესმის ამ ლოგიკის, რომ სააგენტო პრემიერს უნდა დაექვემდებაროს. რაც შეეხება კომპანიებს. ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა მხოლოდ რომელიმე მხარეზე, არამედ ყველაზე- მოსახლეობაზეც და ბიზნესზეც. მიღებულ კანონში სად წერია, რომ ბიზნესს პრობლემა ექმნება? ჩვენ გვაქვს ფორმულირება, რომლის თანახმადაც სახელმწიფო აიღო ტექნიკური შესაძლებლობებით უზრუნველყოფა“, - განაცხადა ბესელიამ. მისი თქმით, ტექნიკური და ორგანიზაციული მოწყობა უნდა იყოს იმგვარი, რომ აკმაყოფილებდეს უსაფრთხოების სტანდარტებს. "უზრუნველვყავით სააგენტოს მაქსიმალური დამოუკიდებლობა. მივიღეთ კანონი, სადაც მაქსიმალური კონტროლი ჩავდეთ, მონაცემთა დაცვის ინსპექტორს კი მივანიჭეთ ისეთი უფლება, რომელიც თითქმის არცერთ ქვეყანაში არ არის", - აღნიშნა ბესელიამ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)