21:46 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-21 09:54:16, 1391 ნახვა

საზოგადოება
გრიგალის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში წუხელ 200-ზე მეტი გამოძახება დაფიქსირდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განცხადებით, გუშინ დღის მეორე ნახევარში ძლიერი ქარის გამო გამოძახებებმა იმატა და 200-ზე მეტი ზარი დაფიქსირდა. 

როგორც "ექსპრესნიუსს" სააგენტოში განუცხადეს, გამოძახებები თითქმის ყველა უბანში დაფიქსირდა. თავიდან ყველაზე მეტი ზარი გლდანისა და დიღომის ტერიტორიებიდან ფიქსირდებოდა. ამასთან, ბოლო მონაცემებით, დაშავებულთა შესახებ იფნორმაცია არ ვრცელლდება. 

ქალაქში გატარდა პრევენციული ღონისძიებებიც - მოიჭრა რამდენი გამხმარი ხე, რომლის წაქცევის საფრთხეც არსებობდა. რამდნეიმე რაიონს ელექტროენერგია ბოძების დაზიანების გამო შეუწყდა. 

ცნობისთვის, გუშინ ღამით საქართველოში ქარის სიმძლავრემ გრიგალის ნიშნულს მიაღწია. ძლიერმა ქარმა რამდენიმე ადგილზე სარეკლამო ბანერები და ხეები მოგლიჯა, ასევე საცხოვრებელი სახლების სახურავები დააზიანა. გარდა ამისა, სამტრედიის ქუჩაზე კორპუსიდან სამშენებლო მასალები ჩამოაგდო. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics