|
2017-03-20 16:58:21, 2911 ნახვა
მსოფლიო
ტერეზა მეი „ბრექსითს“ 29 მარტს აამოქმედებს
29 მარტს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი "ბრექსითის" დაწყებას გამოაცხადებს, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ქვეყნის პრემიერი "ბრექსითის" დაწყებასთან დაკავშირებით, ლისაბონის შეთანხმების 50-ე მუხლს გამოიყენებს, რის შემდეგაც დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურა დაიწყება. ტერეზა მეი ევროკავშირის წევრებს ოფიციალური წერილით მიმართავს, თუმცა როდისთვის იგეგმება მიმართვის განხორციელება, ჯერ უცნობია. 14 მარტს ლორდების პალატამ კანონპროექტი დაამტკიცა, რომლის თანახმადაც ხელისულებას ეძლევა უფლება "ბრექსითის" შესაბამისი პროცედურები დაიწყოს. საბუთი აძლევს საშუალებას (თუმცა არ ავალდებულებს) პრემიერ-მინისტრს აცნობოს ევროკავშირის წევრებს, რომ დიდი ბრიტანეთი "ბრექსითის" პროცედურას იწყებს. რას გულისხმობს ლისაბონის შეთანხმების 50-ე მუხლი - 2007 წელს ხელი მოეწერა საბუთს, რომელიც ევროპული კავშირის შეთანხმებას გულისხმობს. ის ცნობილია, როგორც ლისაბონის შეთანხმება. ლისაბონის შეთანხმებამ ევროკავშირის კონსტიტუცია ჩაანაცვლა, რომლის წინააღმდეგ ორი წევრი ქვეყანა - საფრანგეთი და ნიდერლანდები გამოდიოდნენ. ლისაბონის შეთანხმება არის ევროკავშირის ძირითადი საბუთი, რომლის თანახმადაც წევრ ქვეყანას აქვს უფლება კავშირი დატოვოს. სწორედ ამას ეძღვნება 50-ე მუხლი.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)