|
2017-03-20 16:29:55, 2510 ნახვა
მსოფლიო
უკრაინამ 4 ევროპელი დეპუტატის წინააღმდეგ ყირიმში ვიზიტის გამო, სანქციები დააწესა
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა იმ 4 ევრო დეპუტატის წინაამდეგ, რომლებიც ყირიმში ნებართვის გარეშე ჩავიდნენ, სანქციები დააწესა, - ამის შესახებ BBC იუწყება. "ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სერბეთის 4 და ჩეხეთის 1 მოქალაქე უკანონოდ ჩავიდა", - წერს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პრეს-მდივანმა ელენა გიტლიანსკაია. უწყების ინფორმაციით, დეპუტატები ყირიმში რუსეთის ხელისუფლების მოწვევით ჩავიდნენ, სადაც ყირიმის მიერთების რეფერენდუმის 3-წლისთავი აღინიშნება. რეფერენდუმი უკრაინის ხელისუფლების მხრიდან აღირებული არ არის. მედია საშუალების ცნობით, პოლიტიკოსებს უკრაინის ტერიტორიაზე შემოსვლა 5 წლის ვადით აეკრძალათ. სააგენტო Tass-ი წერს, რომ ევრო დეპუტატების ვიზიტი, პარტია "სამართლიანი რუსეთის" მიერ იყო ორგანიზებული. შეგახსენებთ, რომ ყირიმის ანექსია რუსეთის მიერ 2014 წელს მოხდა. ოფიციალური კიევი და საერთაშორისო თანამეგობრობა ყირიმს უკრაინის ტერიტორიად აღიარებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)