|
2017-03-20 16:29:25, 1308 ნახვა
საზოგადოება
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
სოფლის განვითარების სტრატეგია 2017-2020 წლების საჯარო პრეზენტაციის შემდეგ, სოფლის მეურნეობის სამინიტროში საქართველოს სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ხელმძღვანელობდა. მათივე ცნობით, საქართველოს სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მთავარი ფუნქცია სტრატეგიის განხორციელების მონიტორინგი და სოფლის განვითარებასთან დაკავშირებული პროცესების ზედამხედველობაა. შეხვედრაზე განისაზღვრა, რომ საბჭოს წევრები ოთხ ჯგუფად შემდეგი ძირითადი მიმართულებით - 1.ეკონომიკისა და კონკურენტუნარიანობის სფერო, 2.სოციალური მდგომარეობის და ცხოვრების დონის სფერო, 3.გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის სფერო და 4.ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა - იმუშავებენ. შეხვედრაზე 2018 წლის სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და უწყებათაშორისი კომისიის სამუშაო ჯგუფების შემადგენლობის საკითხებიც განიხილეს. სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრები კვარტალში ერთხელ გაიმართება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)