|
2017-03-20 15:33:36, 2192 ნახვა
სამართალი კომენტარი
შოთაძე: ბევრი პრეტენზია მომისმენია ნარკოტიკების „ჩადებასთან“ დაკავშირებით, მაგრამ მტკიცებულებები არ არსებობს
მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, ბევრი პრეტენზია მოუსმენია პოლიციელების მხრიდან ნარკოტიკების ე.წ. ჩადებასთან დაკავშირებით, თუმცა ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დაცვის ერთ-ერთი მეთოდი სწორედ მსგავს თემაზე საუბარია. შოთაძე ამბობს, რომ როცა მტკიცებულება არ არსებობს, არავინაა ვალდებული, თავისი უდანაშაულობა ამტკიცოს: „ბევრმა ადამიანმა შეიძლება რაიმე თქვას. არსებობს კონკრეტულად დაცვის მეთოდიკის სხვადასხვა ფორმა, მათ შორის ბევრი პრეტენზია მომისმენია „ჩადებასთან“ დაკავშირებით, თუმცა, როდესაც არ არსებობს შესაბამისი მტკიცებულებები, იმაზე საუბარი, რომ პოლიციამ ჩაიდინა დანაშაული, არასწორია. ყველაფერს შესაბამისი მტკიცებულება სჭირდება. როგორც პიროვნების დაკავებას სჭირდება მტკიცებულება , რომელსაც ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდება, მისი დაკავებისთვის და ბრალის წარდგენისათვის არის საჭირო შესაბამისი მტკიცებულებათა ერთობლიობა, ასევე პოლიციელების მიმართ თუ არსებობს პრეტენზიები, მათ მიმართ რომ განხორციელდეს სამართლებრივი ზომები, უნდა არსებობდეს შესაბამისი მტკიცებულებები. ეს არის უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპი და არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა“,-განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)