|
2017-03-18 14:14:34, 1535 ნახვა
საზოგადოება
ზაჰესის ხიდის მშენებლობა დასრულდა
გლდანის რაიონში ზაჰესის ხიდის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, მაღალი გამტარუნარიანობის მქონე ახალი ხიდი 50-წლიანი საექსპლუატაციო ვადით აშენდა. ხიდს დაემატა ტროტუარები და დამონტაჟდა გარე განათების ახალი ქსელი. ახალი ხიდის გვერდით არსებული ზაჰესის ძველი ხიდი საკომუნიკაციო კომპანიების დანახარჯებით მოწესრიგდა და ის კომუნიკაციების სისტემის გამტარი იქნება. ახლად გახსნილი ხიდი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ვიცე-მერ ლაშა აბაშიძესთან და მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსთან, გივი კუბლაშვილთან ერთად დაათვალიერა. პროექტის თანახმად, მიმდებარე ძველ ხიდზე კომუნიკაციების დაზიანების შემთხვევაში ახალ ხიდზე საავტომობილო მიმოსვლა არ შეფერხდება. ხიდის რეაბილიტაციის დროს კი საკომუნიკაციო ქსელის სრულყოფილი ფუნქციონირება არ შეიზღუდება. ახალი ხიდი მტკვრის ორივე სანაპიროს ერთდონიანი გადასასვლელით უკავშირდება. “აქ არის საბჭოთა პერიოდში მდინარე მტკვარზე აშენებული პირველი ხიდი თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც აღმაშენებლის ხეივანს ზაჰესის დასახლებასთან აკავშირებს. ადრე არსებულ ხიდს, რომლის ძირითადი ნაწილი დაზიანებული იყო, დღეიდან კომუნიკაციების გატარების დანიშნულება ექნება. საავტომობილო მოძრაობა მთლიანად გადაერთვება ახალ ხიდზე, რომელიც მაქსიმალურ ტვირთამწეობაზეა გათვლილი. ხიდზე იმოძრავებენ, როგორც მსუბუქი, ასევე, მძიმეწონიანი მანქანები. იმის გათვალისწინებით, რომ ეს ტერიტორია არის არა მარტო საცხოვრებელი, არამედ სამრეწველოც, ხიდი მნიშვნელოვანი დატვირთვის იქნება“, -განაცხადა დავით ნარმანიამ. ზაჰესის ხიდის სამშენებლო სამუშაოები კონტრაქტორმა კომპანიამ შპს „ენ სი სიმ“ კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით განახორციელა. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის თბილისის მერიის ბიუჯეტიდან 4 000 000 ლარი გამოიყო.
(NS)
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)