10:48 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-17 17:11:15, 2200 ნახვა

სამართალი
სახალხო დამცველის აპარატი საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების გაზრდას მხარს უჭერს

საქართველოს სახალხო დამცველის საპარლამენტო მდივნის ეკა ფოფხაძის განცხადებით, ომბუდსმენის აპარატის მიერ  მომზადებული კანონპროექტი გულისხმობს  საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების გაზრდას, რომლის მიხედვითაც, საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს არა მარტო ნორმატიულ აქტებს,  როგორც დღეს ხდება, არამედ საერთო სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს.

კითხვაზე - სავალდებულო ინსტანცია უნდა იყოს თუ არა, ფოფხაძემ აღნიშნა, რომ ამის შესახებ  კანონპროექტში არაა აღნიშნული.

"ჩვენ ასე არ დაგვიყენებია საკითხი. აქ მთავარია, იდეა რამდენად მისაღებია. ძალიან მნიშვნელოვანია, საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასოს სასამართლო გადაწყვეტილებების შესაბამისობა ადამიანის უფლებებთან მიმართებაში.

კიდევ ერთხელ ქვეყნის შიგნით იქნება ამის შანსი,  რომ სასამართლოს სისტემაში თუ რამე ხარვეზი იყო და გადაწყვეტილება არ იყო შესაბამისი კონსტიტუციასთან, ადამიანის უფლებებთან მიმართებაში, კიდევ ერთხელ საქართველოში არსებობდეს იმის შანსი, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილოს და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება",-განაცხადა ეკა ფოფხაძემ.

პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე თემატური ჯგუფის დღევანდელი სხდომა სავარაუდოდ შვიდ საათამდე გაგრძელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში კიდევ 18 F-35A გამანადგურებელი განათავსა
თეირანი ჰორმუზის სრუტის გავლით გადასასვლელად საფასურს დააწესებს მემორანდუმის შესაბამისად
მეწყერის გამო სოფელ მაღაროსკართან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics