07:54 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-17 10:51:47, 2135 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ჯეჯელავა: არანაირი ქვედანაყოფების შეერთება არ შეიძლება მოხდეს საქართველოს ტერიტორიაზე, ეს უკანონობაა

ეს არის აბსოლუტური უკანონობა, არანაირი ქვედანაყოფების შეერთება არ შეიძლება მოხდეს საქართველოს ტერიტორიაზე, - ასე გამოეხმაურა ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფის რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში შესვლის თაობაზე, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას.

მინისტრის თქმით, ეს მიანიშნებს, რომ რუსეთი საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობას აგრძელებს.

„ჩვენ ცალსახად, დიპლომატიურად ვებრძვით ასეთ ქმედებებს. ჩვენმა ამერიკელმა და ევროპელმა პარტნიორებმა ამასთან დაკავშირებით უკვე გამოთქვეს მოსაზრება და ეს არის ჩვენი ბრძოლის ძირითადი მეთოდი“, - აღნიშნა ჯეჯელავამ.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფის რუსეთის შეიარაღებულ ძალებში შესვლის შესახებ წინადადება დაამტკიცა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics