|
2017-03-16 14:21:47, 2190 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
მათიკაშვილი: კომისიის წევრთა უმრავლესობაში არის გარკვეული შეთანხმება, 2023 წლიდან არაპირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდეს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო კომისიის წევრების უმრავლესობაში არის გარკვეული შეთანხმება იმის თაობაზე, რომ 2023 წლიდან საპრეზიდენტო არჩევნები არაპირდაპირი წესით ჩატარდეს. თუმცა მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. „პრეზიდენტის არჩევის წესზე მიდის მსჯელობა. საკითხი, რომ შემდგომი არჩევნები იყოს პირდაპირი წესით ჩატარებული და 2023 წლიდან არაპირდაპირი წესით, ამაზე საკონსტიტუციო კომისიის ჯგუფის უმრავლესობას შორის გარკვეული შეთანხმება არის. თუმცა, ეს ბოლო ვერსია არ არის. მაგრამ აქეთკენ მიდის სამუშაო ჯგუფი. ყველა უარყოფითი და დადებითი მხარე ჯამდება, ფასდება და ისე იქნება გადაწყვეტილება მიღებული“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა. გარდა ამისა, დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ კომისიის რამდენიმე წევრმა სხდომიდან არასწორი ინფორმაცია გამოიტანა. „გავმიჯნოთ პრაქტიკული საკითხები, პოპულისტური საკითხებისგან“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)