|
2017-03-15 14:18:17, 2825 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ირაკლი კობახიძე: ვეტოს შემთხვევაში ე.წ. მოსმენების კანონს კენჭი თავიდან ეყრება
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ე.წ მოსმენების კანონთან დაკავშირებით, პრეზიდენის ვეტოს შემთხვევაში, ცვლილებების პაკეტს კენჭი კიდევ ერთხელ ეყრება. როგორც კობახიძემ აღნიშნა, აღნიშნულ პაკეტთან დაკავშირებით მმართველ გუნდში პოზიციები ჩამოყალიბებულია. "ჩვენ გვაქვს პოზიციები ჩამოყალიბებული ამ პაკეტთან დაკავშირებით და სწორედ ამის საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება, როდესაც სამი მოსმენით მივიღეთ ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონპროექტების პაკეტი. აქედან გამომდინარე, ჩვენ რა თქმა უნდა, ამ პოზიციაზე ვრჩებით და ამის საფუძველზე კენჭი ეყრება კიდევ ერთხელ ვეტოს შემთხვევაში, მომდევნო კვირაში კანონპროექტების პაკეტს საქართველოს პარლამენტში", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. როგორც ცნობილია ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტი დღეს "პატრიოტთა ალიანსს" ხვდება. გუშინ კი ამავე საკითხზე გიორგი მარგველაშვილმა კონსულტაციები "ევროპულ საქართველოსთან" და "ნაციონალურ მოძრაობასთან" გამართა. ჯერ-ჯერობით უცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი, პარლამეტის მიერ დამტკიცებულ კანონპროექტთან დაკავშირებით. მას დოკუმენტზე ხელმოსაწერად ან ვეტოს დასადებად, ვადა 21 მარტამდე აქვს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)