|
2017-03-15 13:48:36, 2604 ნახვა
სამართალი კომენტარი
ომბუდსმენი: ზოგადად, დროის ასე მოკლე მონაკვეთში პოლიტიკურად აქტიური პირების დაკავება, საეჭვოა
საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ელისო კილაძისა და ხატია დეკანოიძის შვილების დაკავების ფაქტს გამოეხმაურა. ნანუაშვილის თქმით, დროის მოკლე მონაკვეთში პოლიტიკურად აქტიური პირების დაკავება ეჭვებს აჩენს. „ნარკოპოლიტიკა არის რეპრესიული ქვეყანაში. ჩვენ არაერთი რეკომენდაცია გვქონდა. იმედი მაქვს, უახლოეს ხანებში ნარკოპოლიტიკა გადაიხედება და რესურსი მიმართული იქნება რეაბილიტაციასა და მკურნალობაზე და არა რეპრესიასა და დასჯაზე“, - აღნიშნა ნანუაშვილმა. მისივე თქმით, კილაძის შვილისა და დეკანოიძის შვილის დაკავების საქმეებს სწავლობენ. „დაწყებული გვაქვს შესწავლა. მოვინახულეთ ელისო კილაძის შვილი. გარკვეულ დარღვევებზე საუბრობს დაკავებული. დღეს გავუგზავნეთ სპეციალური წინადადება შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკავების პროცესში პოლიციელბის მხრიდან არაეთიკური საქციელის გამო და ვითხოვთ მოკლე ვადებში დაიწყოს დისციპლინური საქმის წარმოება ამ საქმეზე კონკრეტული პოლიციელის მიმართ. ასევე სხეულზე დაზიანებებთან დაკავშირებით, უკვე მივმართეთ პროკურატურას, რომ შეისწავლოს ეს საკითხი“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)