17:19 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-15 13:25:34, 1464 ნახვა

საზოგადოება
ქალაქის ქუჩებში საბურავების დაყრასთან დაკავშირებით კონტროლი მკაცრდება

თბილისის მერიაში გამართულ მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ შპს „თბილსერვის ჯგუფსა“ და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს ქალაქის ქუჩებში საბურავების დაყრასთან დაკავშირებით კონტროლის გამკაცრება დაავალა.

ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, დავალების შესაბამისად, შეიქმნება სპეციალური ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს კონტროლს  -  ფიზიკური და იურიდიული პირები,  დედაქალაქის ქუჩებსა და კომერციული ფართების წინ საბურავების დაყრის შემთხვევაში, დაჯარიმდებიან ადმინისტრაციული წესით, „ნარჩენების მართვის კოდექსის“ შესაბამისად.

თბილისის მერია მოუწოდებს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ ამგვარი ქმედებისგან და ძველი საბურავები სპეციალურად გამოყოფილ ადგილას განათავსონ.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics