|
2017-03-14 15:30:27, 2395 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
სუბარი: პრეზიდეტის არჩევის წესი ისეთი უნდა იყოს, როგორიც საპარალამენტო რესპუბლიკას შეესაბამება
ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, პრეზიდენტის არჩევის წესი ისეთი უნდა იყოს, როგორიც საპარალამენტო რესპუბლიკას შეესაბამება. „პრეზიდენტის არჩევის წესი უნდა იყოს ისეთი, როგორიც შეესაბამება საპარლამენტო რესპუბლიკას კლასიკურ ფორმებში, თუმცა არსებობს გამონაკლისები, მაგრამ სწორედ იმიტომ რომ არავინ იფიქროს ეს კონსტიტუციის ცვლილება რაღაცნაირად იყოს მორგებული ერთ ადამიანზე, ეს ძალაში არ შევა 2018 წელს. 2018 წელს არჩევნები ჩატარდება იმ წესით როგორითაც აქამდე ტარდებოდა“,-განაცხადა სუბარმა. ამასთან, მინისტრს არ ესმის იმ პოლიტიკური პარტიების განცხადებები და მოსაზრებები, რომლებიც ამბობენ, რომ „ქართულ ოცნებას“ საზოგადოების მხარდაჭერა აღარ აქვს. „იმ ადამიანების საყურადღებოდ, რომლებიც ამბობენ, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს მოირგოს კონსტიტუცია, პრეზიდენტის არჩევის წესი და პარალელურად ამბობენ, რომ „ქართულ ოცნებას“ აღარ აქვს მხარდაჭერა საზოგადოებაში და წაგებული აქვს ნებისმიერი მომდევნო არჩევნები. 2020 წელს არის საპარლამენტო არჩევნები, შესაბამისად 2023 წელს პრეზიდენტის აირჩევს ის ვინც მოიგებს 2020 წლის არჩევნებს“,-დასძინა მინისტრმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)