|
2017-03-14 12:26:46, 2094 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პრემიერი: არავის არ უნდა შერჩეს ეს ძალიან მძიმე პროვოკაცია, რომელიც დაგეგმილის ელფერს ატარებდა
„არავის არ უნდა შერჩეს ეს ძალიან მძიმე პროვოკაცია, რომელიც დაგეგმილის ელფერს ატარებდა“,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, აუცილებლად დაისჯება ყველა ის პირი, ვინც სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ნაბიჯი გადადგა. „მინდა მადლობა ვუთხრა ყველა ადამიანს, ვისი მოზომილი, მომთმენი,შეწყობილი მოქმედებების შედეგადაც შევძელით, რომ ძალიან სერიოზულ პროვოკაციას თავი ავარიდეთ და მართლაც და ბეწვის ხიდზე გავიარეთ. მინდა პოლიციელებს ყველა სახელმწიფო მოხელეს, ვინც ჩართული იყო მადლობა ვუთხრა ვაჟკაცობისთვის, მოთმინებისთვის, აჭარის მთავრობას და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს. გამოძიება მიმდინარეობს და არავის არ უნდა შერჩეს ეს ძალიან მძიმე პროვოკაცია, რომელიც აშკარად დაგეგმილის ელფერს ატარებდა. გამოძიება აუცილებლად გაგრძელდება და მივა დასასრულამდე და აუცილებლად უნდა დაისაჯოს ის ვინც სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ნაბიჯი გადადგა“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)