05:13 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-09 13:30:30, 2278 ნახვა

კომენტარი
ირაკლი აბესაძე: ციანიდის საქმეზე პროკურატურა ცდილობს საზოგადოებას მოსაზრებები შესთავაზოს

ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრის ირაკლი აბესაძის განცხადებით, პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული მტკიცებულებები აშკარად არ ადასტურებს.

როგორც აბესაძემ აღნიშნა, მტკიცებულებები ეწინააღმდეგება იმ ვერსიას, რომელსაც ჯერ მთავარი პროკურორის და შემდეგ ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა სთავაზობდა საზოგადოებას.

მისივე თქმით, პროკურატურა მიზანმიმართულად ცდილობს საზოგადოებას გარკვეული ვერსიები შესთავაზოს.

"როგორც ჩანს მიზანმიმართულად სურდათ თავს მოეხვიათ საზოგადოებისთვის გარკვეული მოსაზრება, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია შესწავლილი იყოს მთავარი პროკურორის მონაწილეობის როლი ამ საქმეში, ხომ არ ჰქონდა ადგილი მტკიცებულებების ფალსიფიკაციას, ხომ არ ჰქონდა მანიპულაციას სისხლის სამართლებრივი საქმის დეტალებით. უნდა დადგეს მთავარი პროკურორის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის და შემდგომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკთხიც, თუკი ამას დაადასტურებს საპროკურორო საბჭო. ჩვენი წარმომადგენელი საპროკურორო საბჭოში აუცილებლად მოითხოვს აღნიშნულ საკითხს და იძულებული იქნებიან დანიშნონ სპეციალური პროკურორი, რომელსაც მოუწევს შოთაძის საქმიანობის შესწავლა“,- განაცხადა ირაკლი აბესაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics