|
2017-03-07 15:42:06, 2804 ნახვა
მსოფლიო
პუტინმა 2008 წლის აგვისტოში ქართველი ნაცნობისთვის SMS-ის გაგზავნისთვის გასამართლებული ქალი შეიწყალა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო ღალატისთვის ბრალდებული ოქსანა სევასტიდი შეიწყალა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ოქსანა სევასტიდი 2015 წელს შპიონაჟსა და სახელმწიფო ღალატის ბრალდებით დააკავეს და მას 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. კერძოდ კი, BBC-ის ცნობით, მას ბრალად ედებოდა, 2008 წლის აგვისტოში ქართველი ნაცნობისთვის SMS შეტყობინებების სახით აფხაზეთისკენ ტანკების გადაადგილების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება. ამასთან, ბრალდებული ირწმუნებოდა, რომ აღნიშნული შინაარსის შეტყობინება მან ნაცნობს აპრილში გადაუგზავნა, ხოლო გამოძიება ედავება, რომ მოკლე ტექსტური შეტყობინება 2008 წლის აგვისტოშია გაგზავნილი. როგორც მედია გამოძიებაზე დაყრდნობით წერს, სევასტიდი სოხუმში მცხოვრებ ნაცნობს ინფომრაციას აწვდიდა. გამოძიების ცნობით, აღნიშნული პირი ქართულ სპეც-სამსახურებზე მუშაობდა.
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)