|
2017-03-07 13:38:21, 2101 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ბოკუჩავა: საქართველოს ხელისუფლება ეწევა პოლიტიკას, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტს ლახავს
პარლამენტის ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი თინა ბოკუჩავა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, ნებისმიერი ნაბიჯი რუსეთის, ან აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლების მხრიდან, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ლახავს, საქართველოს მიმართ აშშ-ის პოლიტიკას ეწინააღმდეგება. „საქართველოს ხელისუფლება ეწევა ისეთ პოლიტიკას, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტს ლახავს. მოგეხსენებათ, ხელისუფლებამ საზოგადოების ზურგს უკან ხელშეკრულება გააფორმა „გაზპრომთან“ და ახლა რამდენადაც ცნობილია, ე.წ. აფხაზეთის რკინიგზის აღდგენაზეც აწარმოებს მოლაპარაკებებს. ამერიკის შეერთებული შტატები უპირობოდ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. შესაბამისად, ნებისმიერი ნაბიჯი რუსეთის, ან აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლების მხრიდან, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ლახავს, პირდაპირ ეწინააღმდეგება მათ პოლიტიკას საქართველოს მიმართ. საქართველოს მთავრობის ნაბიჯებს რაც შეეხება, მათმა მაამებლურმა პოლიტიკამ რუსეთთან მიმართებაში, ვერანაირი ნორმალიზება ვერ გამოიწვია. პირიქით, უფრო დაიძაბა სიტუაცია - უფრო ხშირად ვხედავთ ოკუპაციის ხაზის გადმოწევას, გატაცებას და ა.შ. ამიტომ, ასეთი მაამებლური პოლიტიკა, რომელიც მარტო გვტოვებს ოკუპანტ სახელმწიფოსთან, ჩვენთვის ძალიან საზიანოა“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)