|
2017-03-06 14:20:02, 2591 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობის საქმეზე რუსეთის მოქალაქე ქალი დააკავეს
თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობის საქმეზე, ანკარაში 33 წლის რუსეთის მოქალაქე ქალი დააკავეს, - ამის შესახებ თურქული გამოცემა Hürriyet იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, დაკავებული ქალი, სახელად ეკატერინა ელჩის მკვლელთან კავშირშია ეჭვმიტანილი. გამოძიების ცნობით, ის გასული წლის ნოემბრის ბოლომდე ელჩის მკვლელს ტელეფონით უკავშირდებოდა. ამასთან, მათ შორის WhatsApp–ზე განხორციელებული მიმოწერაა ამოღებული. Hürriyet-ის ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქე ქალი პროსტიტუციით იყო დაკავებული და ანკარაში ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში მუშაობდა. რუსეთის საელჩომ 33 წლის ქალის დაკავებაზე ინფორმაციის მიღების მიზნით თურქეთის ხელისუფლებას შესაბამისი შეტყობინება უკვე გაუგზავნა. „საელჩო გაეცნო მედიაში გავრცელებული ინფორმაციას რუსეთის მოქალაქის დაკავებასთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, თურქეთმა და რუსეთმა ელჩის მკვლელობის შემდეგ საქმეზე ერთობლივი გამოძიება დაიწყო. საელჩომ გაუგზავნა მოთხოვნა თურქეთის ხელისუფლებას, მიაწოდოს ინფორმაცია დაკავების მიზეზებზე, თარიღსა და გარემოებებზე“, - განაცხადა საელჩოს პრესმდივანმა. შეგახსენებთ, რომ თურქეთში რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი ანკარაში, 19 დეკემბერს თანამედროვე ხელოვნების ცენტრში სიტყვით გამოსვლის დროს მოკლეს. ელჩის მკვლელი, 22 წლის ყოფილი პოლიციელი მევლუთ მერტ ალტინტაში სამართალდამცველებმა ადგილზევე მოკლეს.
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)