|
2017-03-05 15:31:28, 2812 ნახვა
მსოფლიო
პოლონეთის მთავრობამ იაცეკ სარიუშ- ვოლსკი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პოსტზე წარადგინა
პოლონეთის მთავრობამ ევროპარლამენტის დეპუტატი, იაცეკ სარიუშ-ვოლსკი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პოსტზე დონალდ ტუსკის შემცვლელად ოფიციალურად წარადგინა. იაცეკ სარიუშ-ვოლსკიმ Twitter-ზე დაადასტურა ინფორმაცია ტუსკის ნაცვლად მისი კანდიდატურის წარდგენაზე და ტუსკის მიუღებლობა იმით ახსნა, რომ მხარს არ უჭერს ადამიანებს, რომლებიც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების ამოქმედებას ითხოვენ. ცნობისთვის, ევროკავშირის ქვეყნებმა ევროპული საბჭოს ახალი თავმჯდომარე გაზაფხულზე უნდა აირჩიონ. შეგახსენებთ, იაცეკ-სარიუშ ვოლსკიმ საქართველოსთან დაკავშირებით რამდენიმე განცხადება გააკეთა. კერძოდ, ტელეკომპანია „რუსთავი-2“ ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მან ოფიციალური თბილისი გააკრიტიკა და საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის გადაწყვეტილების ამოქმედების შეჩერების ინიციატივით გამოვიდა.
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)