|
2017-03-03 17:32:18, 997 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძემ დედის დღე ომში დაღუპული გმირების დედას მიულოცა
დედის დღესთან დაკავშირებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის ჯანდაცვის მინისტრ ზაალ მიქელაძესთან ერთად აგვისტოს ომში დაღუპული გმირის ოჯახს ესტუმრა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პატარაძემ შინდისის გმირის ავთანდილ ქამაშიძის დედას - ნანული ქამაშიძეს, დედის დღე მიულოცა და საჩუქარი გადასცა. "მინდა მივულოცო ყველა დედას დღევანდელი დღესასწაული - დედის დღე! ვუსურვებ ყველა მათგანს ჯანმრთელობას, სიკეთეს, წარმატებებს. დღეს ჩვენ დედის დღე მივულოცეთ ქალბატონ ნანულ ქამაშიძეს, რომელმაც გაზარდა ნამდვილი გმირი, შვილი, რომელმაც თავი შესწირა ჩვენი ქვეყნის ერთიანობას" - განაცხადა ზურაბ პატარაძემ. ავთანდილ ქამაშიძე, 20 წლის ასაკში, სოფელ შინდისთან საომარი მოქმედებების დროს საავიაციო ჭურვმა იმსხვერპლა. აღსანიშნავია, რომ აჭარის მთავრობის ინიციატივითა და მხარდაჭერით, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო სპეციალურ პროგრამას ახორციელებს. დედის დღესთან და ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 2008 წლის აგვისტოში და ავღანეთის სამშვიდობო მისიაში დაღუპული სამხედრო მეომრების დედებსა და მეუღლეებს 1000-1000 ლარი გადაეცემათ. მატერიალურ დახმარებას სულ 23 ქალბატონი ღებულობს. ამავე პროგრამის ფარგლებში, აჭარის მთავრობა აგვისტოს თვეში ერთჯერად მატერიალურ დახმარებას გაუწევს 20 მეომრის ოჯახს - თითოეულს 3000 ლარის ოდენობით. პროგრამის ბიუჯეტი 83 000 ლარს შეადგენს. (NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)