|
2017-03-03 12:22:03, 2452 ნახვა
სამართალი კომენტარი
გია ყარამანიშვილი: ჩვენი უფლებების დასაცავად მივმართავთ ყველა დარჩენილ სამართლებრივ გზას
„ჩვენი უფლებების დასაცავად მივმართავთ ყველა დარჩენილ სამართლებრივ გზას“,-ასე გამოეხმაურა ბიზნესმენი გია ყარამანაშვილი უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გუშინდელ გადაწყვეტილებას. ყარამანაშვილის თქმით, „რუსთავი 2“-თან დაკავშირებული პროცესი თავიდან ბოლომდე პოლიტიზირებული იყო. „მთელი საქართველო აკვირდებოდა იმ პროცესებს, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ქართულ სასამართლოში. რუსთავი 2-თან დაკავშირებული პროცესი თავიდან ბოლომდე პოლიტიზირებული იყო. ხელისუფლების მიერ ორ კერძო სუბიექტს შორის დავად მონათლულ პროცესს არანაირი კავშირი არ ჰქონდა რეალობასთან. ამ ორ სუბიექტს, კერძოდ ჩვენ და ქიბარ ხალვაშს, არასდროს არანაირი ურთიერთობა რუსთავი 2-თან დაკავშირებით არ გვქონია. მაშინ როდესაც ჩვენ გავხდით მფლობელები, არავითარი სამართლებრივი დავა და პრეტენზიები კომპანიასთან დაკავშირებით არ არსებობდა. მიუხედავად ამ აბსურდისა, ქართულმა სასამართლომ მაინც მიიღო გადაწყვეტილება, რომელმაც ერთბაშად გაანადგურა საქართველოში სიტყვის თავისუფლების, საკუთრების და სამართლიანი სასამართლოს უფლება. შეილახა საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო კონვენციებით გარანტირებული ჩვენი უფლებები. ამიტომ ჩვენი უფლებების დასაცავად მივმართავთ ყველა დარჩენილ სამართლებრივ გზას, მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს დაუყოვნებლივ განიხილოს ჩვენი სარჩელები. მივმართავთ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს, სარჩელის შეტანამდე გამოიყენოს დროებითი ღონისძიება და შეაჩეროს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული უკანონო გადაწყვეტილება“, - განაცხადა გია ყარამანიშვილმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)