07:45 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-02 18:35:26, 1746 ნახვა

საზოგადოება
ერგნეთში ცხინვალის იზოლატორში მყოფი გიორგი გიუნაშვილის გათავისუფლების საკითხი განიხილეს

სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 75-ე შეხვედრა გაიმართა.

მონაწილეებმა წინა შეხვედრის შემდგომ პერიოდში დაფიქსირებული ინციდენტები,  გადაადგილების თავისუფლების საკითხი განიხილეს. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დააყენეს ცხინვალის იზოლატორში მყოფი გიორგი გიუნაშვილის გათავისუფლების საკითხი, ასევე გასულ კვირაში უკანონოდ დაკავებული ამირან გუგუტიშვილის ცემის ფაქტი. მათ ასევე განაცხადეს, რომ მავთულხლართები და სხვა ხელოვნური ბარიერები ადგილობრივ მოსახლეობას მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის. შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს საგაზაფხულო სამუშაოების დაუბრკოლებლად ჩატარების შესაძლებლობებზე.

ერგნეთში მომდევნო შეხვედრა 4 აპრილს გაიმართება.

ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრებზე ქართულ მხარეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი წარმოადგენენ.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics