|
2017-03-02 16:25:01, 2049 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ლევან იზორია: ნატო-საქართველოს ურთიერთობის დინამიკა ბოლო 6 თვის განმავლობაში უპრეცედენტოა
თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ პეტრ პაველს შეხვდა, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდა. ლევან იზორიას თქმით, ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას, გახდეს ალიანსის წევრი ქვეყანა და ასევე მხარს უჭერს ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. „ვიზიტი გვაძლევს შესაძლებლობას, შევათანხმოთ ჩვენი პრაქტიკული თანამშრომლობით მიღწეული შედეგები. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ნატოსა და საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი. სულ რაღაც მოკლე პერიოდში, ამ ცენტრმა თავისი აქტიურობით, განხორციელებული წვრთნების მასშტაბებით, დიდ წარმატებას მიაღწია. ნატო-ს სამხედრო კომიტეტს, ალიანსის წევრ თითოეულ ქვეყანას მინდა მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის. ისინი აქტიურად არიან ჩართული იმ რეფორმების პროცესში, რომელსაც თავდაცვის სამინისტრო ახორციელებს. გავაღრმავებთ თანამშრომლობას ნატო-ს სამხედრო კომიტეტთან, რათა ქვეყანა იყოს უფრო თავდაცვისუნარიანი. ჩვენი რეფორმების მიზანია, გავხდეთ ნატო-სთან თავსებადი. თუ აკვირდებით ნატო-საქართველოს ურთიერთობის დინამიკას, ბოლო 6 თვის განმავლობაში, უპრეცედენტოა.სულ რაღაც 6 თვის წინ ვმასპინძლობდით ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს, უმაღლეს პოლიტიკურ ორგანოს, 2016 წლის ნოემბერში გვქონდა ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნები, სულ ახლახანს დაახლოებით ორი კვირის წინ ძალიან წარმატებული ვიზიტი გვქონდა ბრიუსელში, ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში, დღეს კი დღეს კი ვმასპინძლობთ ნატო-ს სამხედრო კომიტეტს, მომავალში, აპრილის დასაწყისში გვექნება ნატო-ს კვირეული, მაისის დასაწყისში კი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია გაიმართება“, - განაცხადა ლევან იზორიამ. ცნობისთვის, ნატო-ს სამხედრო კომიტეტი საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით დღეს ეწვია.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)