|
2017-03-01 11:21:32, 2791 ნახვა
მსოფლიო
ევროპარლამენტის და ევროკავშირის წარმომადგენლები უკრაინისთვის ვიზების გაუქმებაზე შეთანხმდნენ
ევროპარლამენტის და ევროკავშირის წარმომადგენლები უკრაინელებისთვის ვიზების გაუქმებაზე შეთანხმდნენ, - ამის შესახებ Korespondent.net იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, შეთანხმება ევროპარლამენტის კომიტეტმა, ევროპარლამენტმა და შემდეგ ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცოს. როდესაც ცვლილებები ძალაში შევა, ბიომეტრიული პასპორტების მფლობელი უკრაინის მოქალაქეები ევროკავშირში უვიზოდ გადაადგილებას 90 დღით 180-დღიან პერიოდში საქმიანი, ტურისტული ან საოჯახო ვიზიტებით შეძლებენ. უვიზო რეჟიმი არ გულისხმობს სამუშაო ვიზას, ასევე არ ვრცელდება დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაზე. ამასთან, აღნიშნულ გადაწყვეტილებას უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო Twitter-ის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა. ფოროშენკომ შეთანხმებას, ფორმალური მაგრამ უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა. "მივესალმები რადა-ევროკომისია-ევროპარლამენტის ტრიალოგის დასრულებას ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლაზე", - წერს პოროშენკო. მანვე აღნიშნა, რომ ახლა სიტყვა ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოზეა.
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)