|
2015-01-13 11:08:59, 2236 ნახვა
პოლიტიკა
ტაავი რიივასი: საქართველო მიაღწევს წარმატებას და ესტონეთი მის გვერდით იქნება
რა გზაც არ უნდა აირჩიოს საქართველომ, თქვენ მიაღწევთ წარმატებას და ესტონეთი მყარად გედგებათ გვერდში, - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა ტაავი რიივასმა საქართველო-ესტონეთის ბიზნეფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან საქართველო-ესტონეთს შორის სავაჭრო ბიზნესურთიერთობების გაღრმავებაზე გაამახვილა ყურადღება. ტაავი რიივასის განმარტებით, ესტონეთი საქართველოსთან ბიზნესის წარმოებით დაინტერესებულია. „საქართველოს წილი ესტონურ ესქპორტში 0,1%-ია, რაც შეიძლება, რომ გაიზარდოს. საქართველოში უმაღლესი ხარისხის ღვინოა და ასევე, სხვა პროდუქტები, რაც გვაძლევს საშუალებას გავზარდოთ სავაჭრო ურთიერთობები. დღეს ჩვენ ხელს ვაწერთ საქართველოს სავაჭრო პალატასა და ესტონეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს. მე ვგრძნობ, რომ ჩვენთვის სასარგებლო იქნება, თუ გავაღრმავებთ ურთიერთობას, ვითანამშრომლებთ. მე ვხედავ სავაჭრო ბიზნეს შესაძლებლობებს. ესტონური დელეგაცია ხედავს, რომ არის სხვადასხვა სექტორები, რომლებსაც აინტერესებთ ბიზნესის წარმოება საქართველოსთან. ვხედავთ რამოდენიმე გამოჩენილ ესტონელ ბიზნესმენს, ისინი რეალურად მოტივირებული არიან თქვენთან ბიზნესის წარმოებით. მოგიწოდებთ, რომ გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა, რათა შეიქმნას მჭიდრო ბიზნესკავშირები. მე მინდა არა მხოლოდ იმედი გამოვთქვა, რომ თქვენ გამოაჩენთ სარგებელს ესტონეთთან ბიზნესკავშირების დამყარებით, არამედ მინდა გამოვთქვა ჩემი პოზიცია, რომ საქართველომ რა გზაც არ უნდა აირჩიოს, თქვენ მიაღწევთ დასახულ მიზნებს და დამერწმუნეთ, ესტონეთი მყარად გედგებათ მხარში“, - განაცხადა ტაავი რიივასმა.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)