|
2017-02-28 16:25:25, 2546 ნახვა
ეკონომიკა
ირმა ქავთარაძემ ენერგოეფექტურობის სამოქმედო გეგმის პროექტის განხილვაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა, სადაც ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმის პროექტი განიხილეს. სამუშაო შეხვედრაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძე, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი, ასევე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, ენერგოეფექტურობის ცენტრის (EEC), მდგრადი განვითარების და პოლიტიკის ცენტრის (SDAP) წარმომადგენლები და სხვადასხვა უწყების სპეციალისტები მონაწილეობდნენ. ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმა მომზადებულია ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროების უშუალო კოორდინაციით სხვა სამინისტროების, მუნიციპალიტეტების, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან კონსულტაციებისა და მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე. პროექტი EBRD-ის ტექნიკური მხარდაჭერის ფარგლებში, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების ჩართულობით ხორციელდება. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით და ენერგოთანამეგობრობაში გაერთიანებით, საქართველომ აიღო რიგი ვალდებულებები, მათ შორის ევროკავშირის ენერგოეფექტურობის დირექტივით (2012/27/EC) დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების ვალდებულება. ენერგოეფექტურობის სამოქმედო გეგმა ეფუძნება აღნიშნული დირექტივის მოთხოვნებს - ენერგეტიკის, მრეწველობის, ტრანსპორტის, შენობებისა და სხვა ენერგომომხმარებელ სექტორებში ენერგოდაზოგვის პოტენციალის შესწავლას, თითოეული სექტორის განვითარების გეგმების, არსებული და დაგეგმილი პროექტების მიმოხილვას, რის საფუძველზეც გაწერილია ენერგოეფექტურობის სამოქმედო გეგმის ღონისძიებები. (NS)
TI ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში თბილისის საპროტესტო აქციების მონაწილის ინტერესებს დაიცავს.
ილჰამ ალიევმა დაამტკიცა საქართველოსთან ელექტროენერგიის მიწოდებისა და ტრანზიტის შესახებ შეთანხმება
ნანუკა ჟორჟოლიანი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობის გაუქმება არ იგეგმება
WSJ: ისრაელმა აშშ-ს აცნობა, რომ ირანი ტრამპის მკვლელობას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)