|
2017-02-28 15:50:16, 2195 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
მეუფე პეტრე გამორიცხავს, რომ დეკანოზ მამალაძეს ჩვენებაში მისი გვარი დაესახელებინა
ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე გამორიცხავს, რომ დეკანოზ გიორგი მამალძეს საკუთარ ჩვენებაში მისი სახელი და გვარი დაესახელებინა. როგორც მეუფემ აღნიშნა, მას მამა გიორგი მამალაძესთან 22 დეკემბერს მხოლოდ მიმოწერა ჰქონდა. "ერთადერთს ვითხოვ, მაღალკვალიფიციურ ჩართულობას. ეთერში გავახმოვანე ფილმი "მიმინო" და მიხვდით რატომ?! "მიმინოში" არის ძალიან საინტერესო ფაქტი. ადამიანი აიყვანეს თითქოს ყაჩაღობაზე, ამ დროს ადვოკატმა გამოიძია და აღმოჩნდა, რომ ამ ადამიანთან ძალიან დიდი პირადი დაპირისპირება ჰქონდა საქართველო. აი ასეთი მიდგომაა საჭირო. მამა გიორგი მამალაძესთან ერთადერთი მიმოწერა მქონდა, როდესაც მე პირველად 22 დეკემბერს, ეთერში ვამხილე საპატრიარქოს ჩრდილოვანი მმართველობა. აი მაშინ შემეხმიანა მამა გიორგი, მადლობა გადამიხადა და მეც დავლოცე. სხვა შეხება არ მქონია", - აღნიშნა მეუფემ. ჟურნალისტის კითხვაზე - თუ მიაწვდის ის დამატებით ინფორმაციას საგამოძიებო უწყებას და თუ დაასახელებს კონკრეტული პირების სახელებს და გვარებს, მეუფემ აღნიშნა, რომ არა. შეგახსენებთ, რომ მთავარ პროკურატურაში მეუფე პეტრე ცაავას დაკითხვა მიმდინარეობს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)