|
2017-02-27 16:59:45, 2262 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
იოჰანეს ჰანი: დარწმუნებული ვარ, საქართველოს ბევრი მოქალაქე გამოიყენებს ამ შანსს და ჩამოვა ევროპაში
ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანმა საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს ევროკავშირის საბჭოს მიერ ახალი რეგულაციების მიღება მიულოცა. როგორც ჰანმა აღნიშნა, საქართველომ უვიზო მიმოსვლა დაიმსახურა და რეფორმების გრძელი გზა გაიარა. "ძალიან ბედნიერი ვარ. საკითხზე წელზე მეტია ვმუშაობდით. საქართველომ შეასრულა ყველა საჭირო რეფორმა და დააკმაყოფილა მოთხოვნები. საქართველო იმსახურებს ამას და გილოცავთ. დაგვჭირდება რამდენიმე კვირა, მაგრამ გადაწყვეტილება მიღებულია. გაადვილდება საქართველოს მოქალაქეებისთვის მგზავრობა. არ დასჭირდებათ ვიზა, მხოლოდ ბიომეტრიული პასპორტით გადაადგილდებიან. ამ გადაწყვეტილებას სიმბოლური მნიშვნელობაც აქვს ეს დასტურია ჩვენს შორის ახლო ურთიერთობის. მიხარია, რომ საქართველოს მოქალაქეები გამოიყენებენ ამ შანს და ჩამოვლენ ევროპაში. ისევე, როგორც ბევრი ევროპელი ეწვევა საქართველოს და ნახავს ამ არაჩვეულებრივ ქვეყანას", - განაცხადა ჰანმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)