05:53 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-27 12:55:13, 1030 ნახვა

რეგიონი
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტულ შესაძლებლობებს რეკლამირება ვროცლავის გამოფენაზე გაუწია

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტულ შესაძლებლობებს რეკლამირება ვროცლავის მე-9-ე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე გაუწია.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, პოლონეთში ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ გამოფენაზე ვიზიტორები აჭარის ტურისტული პროდუქტებითა და რეგიონში მოგზაურობით დაინტერესდნენ.

მათივე ინფორმაციით,  გამოფენაზე ვიზიტორების განსაკუთრებული ყურადღება კი ეკოტურისტულ, სამთო და კულინარიულ მარშრუტებზე გაკეთდა.

გამოფენის ფარგლებში სამომავლო თანამშრომლობის მიზნით დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ორმხრივი შეხვედრები გამართეს ტურისტულ და სარეკლამო კომპანიებთან.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გამოფენაში საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ სააგენტოებთან ერთად მონაწილეობდა.

გამოფენაზე საქართველოს სტენდი სილეზიის სავოევოდოს მარშალთან ერთად მოინახულა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ.

აჭარის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს დელეგაცია მონაწილეობას ღებულობდა გამოფენის გახსნის ცერემონიალსა და პრესკონფერენციაში, სადაც თავმჯდომარემ სიტყით გამოსვლისას რეგიონებს შორის თანამშრომლობასა და განხორციელებულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება.

წლის ბოლომდე, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის ტურისტული შესაძლებლობები წარდგენას ვროცლავის გარდა პოლონეთში ორ გამოფენაში გეგმავს. კატოვიცესა და ვარშავის საერთაშორისო ტურისტული გამოფენები დამატებითი შესაძლებლობა იქნება დეპარტამანეტისთვის პოტენციურ ტურისტებში გამოიწვიოს აჭარაში მოგზაურობის სტუმულირება.

პოლონეთი აჭარისთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ტურისტული ბაზარია, სადაც რეგიონის რეკლამირებას დეპარტამენტი გაზაფხულიდან დაიწყებს.

(NS)

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics