|
2017-02-25 12:40:15, 2005 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კონგრესმენი: ნაბიჯები, რომელსაც საქართველო დასავლურ დემოკრატიაში ინტეგრაციისთვის დგამს, ძალიან მნიშვნელოვანია
„ნაბიჯები, რომელსაც საქართველო განვითარებისთვის, დემოკრატიული პრინციპების შენარჩუნებისთვის და დასავლურ დემოკრატიაში ინტეგრაციისთვის დგამს, ძალიან მნიშნელოვანია“, - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენმა, პიტერ როსკამმა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ჩვენ აქ ვართ, რომ ძალიან მკაფიო გზავნილი გადმოგცეთ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესისგან და ეს გზავნილი არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა. ჩვენ დადებითად ვაფასებთ იმ გადაწყვეტილებებს, რასაც საქართველო იღებს დემოკრატიის განვითარების გზაზე. ჩვენ ვაღიარებთ, რომ არის ზეწოლა ავტორიტარული რეჟიმებისგან თქვენს საზღვართან ახლოს. ნაბიჯები, რომელსაც საქართველო განვითარებისთვის, დემოკრატიული პრინციპების შენარჩუნებისთვის და დასავლურ დემოკრატიაში ინტეგრაციისთვის დგამს ძალიან მნიშნელოვანია”, - განაცხადა პიტერ როსკამმა, რომელიც კონგრესში „რესპუბლიკურ პარტიას” წარმოადგენს. მისივე თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატები აფასებს საქართველოს მონაწილეობას სამხედრო ოპერაციებში. „აღტაცებული ვართ და არნახულად დიდ შეფასებას ვაძლევთ საქართველოს მონაწილეობას სამშვიდობო ოპერაციებში, ტერორიზმთან და სხვა რეაქციულ ძალებთან ბრძოლაში, ავღანეთში თუ მსოფლიოს სხვა კუთხეში”, - აღნიშნა კონგრესის დელეგაციის ხელმძღვანელმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)