|
2017-02-25 13:06:11, 2445 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
დავით ნარმანია: ვერ ეღირსებიან, ოთხშაბათსაც არ მივალ საკრებულოში
„პოლიტიკური შოუსთვის არ მცალია, ქალაქში უამრავი საქმე გვაქვს გასაკეთებელი“, - ასე უპასუხა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საკრებულოს ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებიც ოთხშაბათს მერის საკრებულოში მისვლას ითხოვენ. ნარმანიას განცხადებით, ამ ეტაპზე, საკრებულოში მისი მისვლის არანაირი საფუძველი არ არსებობს. “პოლიტიკური შოუ გუშინ არ შედგა. ჩვენმა უმრავლესობამ ღირსეულად უპასუხა მათ მიერ წამოწყებულ იმ ცალკეულ ცინიკურ საკითხებს, რაზეც ჩვენ ღირსეული პასუხი გვაქვს. ქმედებები, რაც ჩვენი მხრიდან განხორციელდა თავის დროზე იყო კანონიერი ყველა წესისა და პროცედურის დაცვით. სწორედ ამიტომ, ამ ყველაფრის გაგრძელებას ცდილობენ, რომ ჩემი ძალით მისვლა მოხდეს საკრებულოში. თუმცა, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ვერ ეღირსებიან. მე ოთხშაბათსაც არ მივალ საკრებულოში რადგან ამ შოუს არ უნდა მოჰყვეს გაგრძელება”, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. ცნობისთვის, თბილისის საკრებულოს ოპოზიცია სხდომაზე დავით ნარმანიას მისვლასა და მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის მილიონიანი ქონების გადაცემის საკითხზე მათთვის ახსნა-განმარტების მიცემას ითხოვს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)