|
2017-02-25 11:27:41, 3143 ნახვა
მსოფლიო
რამდენიმე წამყვანი მედიასაშუალება, მათ შორის CNN, BBC და Politico თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე არ დაუშვეს
რამდენიმე წამყვანი მედიასაშუალება, მათ შორის CNN, BBC, Politico, New York Times და LA Times, თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე არ დაუშვეს. თეთრი სახლის პრესმდივანმა, სინ სპაისერმა შეარჩია ჟურნალისტები, რომლებიც რეპორტიორებთან კამერის მიღმა შეხვედრას დაესწრებოდნენ და ისინი თეთრი სახლის დასავლეთ ფლიგელში შეიყვანა, ნაცვლად ჯეიმს ბრედის ბრიფინგების ოთახისა. CNN-ის, BBC-ის, The New York Times-ის, LA Times-ის, New York Daily News-ისა და Daily Mail-ის ჟურნალისტებს კი შეხვედრაზე შესვლის უფლება არ მისცეს. რამდენიმე მედია საშუალების, მათ შორის Associated Press-ის და ჟურნალ TIME-ის წარმომადგენლები, პროტესტის ნიშნად, ბრიფინგს საკუთარი სურვილით არ დაესწრნენ. შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია არაერთ გავლენიან მედია საშუალებას აკრიტიკებდნენ და მათ ბრალს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებდნენ.
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)