|
2017-02-24 17:56:55, 1126 ნახვა
რეგიონი
სერვისების განვითარების სააგენტომ ბიბლიოთეკებს კომპიუტერული ტექნიკა გადასცა
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, პროექტის „საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისთვის - ფაზა II“ ფარგლებში, 7 მუნიციპალიტეტის 10 ბიბლიოთეკას კომპიუტერული ტექნიკა გადასცა. კერძოდ, ახმეტის მუნიციპალიტეტის ქ. ახმეტის, წალკის მუნიციპალიტეტის ქ. წალკის, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების - ქსანისა და ძეგვის, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლების - საყულიასა და ფარცხანაყანევის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქ. ლანჩხუთის და სოფელ ნიგვზიანის, შუახევის მუნიციპალიტეტის დაბა შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხაძირის ბიბლიოთეკებს საჯარო მოხმარების კომპიუტერული ტექნიკა გადაეცათ. აღნიშნულ ბიბლიოთეკებში უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი კომპიუტერები, ინტერნეტი, ქსეროქსი, პრინტერი, სკანერი. გარდა კომპიუტერული ტექნიკის გადაცემისა, ზემოაღნიშნული ბიბლიოთეკების თანამშრომლებმა შესაბამისი ტრენინგების გაიარეს თანამედროვე საბიბლიოთეკო სერვისებსა და საბაზისო კომპიუტერულ უნარებში. ეს იმას ნიშნავს, რომ ბიბლიოთეკარები ადგილობრივ მოსახლეობას კონსულტაციასა და დახმარებას გაუწევენ კომპიუტერის მოხმარებაში. აქვე აღსანიშნავია, რომ ბიბლიოთეკარებმა გაიარეს გადამზადება მოქალაქის პორტალზე - my.gov.ge-სა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე არსებულ ონლაინ სერვისების გამოყენებაში. კომპიუტერულ ტექნიკასთან ერთად აღნიშნულ ბიბლიოთეკებს გადაეცათ ID ბარათის წამკითხველები, რისი საშუალებითაც, ბიბლიოთეკარები ადგილობრივ მოსახლეობას დაარეგისტრირებენ მოქალაქის პორტალზე, რაც მათ დაუზოგავს დროს და მისცემს საშუალებას, აღნიშნულ პორტალზე ხელმისაწვდომი სერვისები გამოიყენონ სოფლიდან გაუსვლელად. აქვე აღსანიშნავია, რომ my.gov.ge-ს პორტალზე პერიოდულად იგეგმება ონლაინ სერვისების დამატება. პროექტი “საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისთვის“ დაფინანსებულია IREX-ის მიერ Beyond Access-ის პროგრამის ფარგლებში და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციასთან და მონაცემთა გაცვლის სააგენტოსთან თანამშრომლობით ხორციელდება.
(NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)