11:49 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-23 14:39:14, 1583 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დაიწყო

საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, კარენ კარაპეტიანის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი დაიწყო.

სომხეთის მთავრობის მეთაურს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დახვდა.

ვიზიტის ფარგლებში მთავრობის ადმინისტრაციაში  დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება, რომლის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სომეხ კოლეგასთან პირისპირ შეხვედრას გამართავს.

შეხვედრის შემდეგ, საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
ტრამპი ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics