|
2017-02-22 15:40:02, 2176 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
მდინარაძე ე.წ. ციანიდის საქმეზე: გუშინდელი დღე იყო დასტური იმისა, რომ გამოძიებას უნდა ვენდოთ
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ე.წ. ციანიდის საქმის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, საქმეზე ერთ-ერთმა პოლიტიკურმა ძალამ პიარკამპანია წამოიწყო და ფსიქოლოგიური ზეგავლენის ქვეშ, სხვებთან ერთად, სასულიერო პირებიც მოექცნენ. ამასთან, დეპუტატის შეფასებით, გუშინდელი დღე იყო დასტური იმისა, რომ გამოძიებას უნდა ენდონ: „მთავარმა პროკურორმა ბრიფინგზე თქვა, რომ „მოქალაქის ინფორმაციით, იგეგმებოდა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა. ამის შემდეგ, შეგიძლიათ გადაახვიოთ, რომ დააკავეს პიროვნება, რომელსაც ბრალად ედება ერთ-ერთი პირის მკვლელობის მომზადება. ამის გადახვევა შეგიძლიათ და თქვენ არ გაწყობთ, იმიტომ, რომ წინა დღიდან მოყოლებული პიარკამპანია იყო ამაზე აგებული და ეს არის პოლიტიკური დღის წესრიგი სამწუხაროდ, ერთ-ერთი პოლიტიკური ძალის. ძალიან სამწუხაროა, რომ ამაში გაებნენ, ამ ფსიქოლოგიური ზეგავლენის ქვეშ მოექცნენ სხვა პირებიც და სამწუხაროდ, ეს იყო სასულიერო პირთა მხრიდანაც. გუშინდელი დღე იყო დასტური იმისა, რომ ჩვენ უნდა ვენდოთ გამოძიებას, ეს საპატრიარქოს პრესსპიკერმაც გაახმოვანა. ჩვენ დიდი სიფრთხილით, მართლა ძალიან სენსიტიურ საკითხს ვუდგებით, თუმცა ეს ძალიან სამწუხაროა, რომ თქვენს განცხადებებში არ ჩანს“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)