11:59 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-22 10:52:12, 2646 ნახვა

ეკონომიკა
„ვითიბი ბანკში“ სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სესხების 19 პროცენტია გალარებული

„ვითიბი ბანკის“ ინფორმაციით, ამ მომენტისთვის ბანკის იმ სესხებიდან რომლებიც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გალარებას ექვემდებარება, 19 პროცენტია გალარებული.  

პროგრამა 17 იანვარს დაიწყო და უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი, დოლარში აღებული სესხის ლარში გადაყვანას გულისხმობს. პროგრამის პირობების თანახმად შესაძლებელია მაქსიმუმ 40 000 დოლარის მოცულობის სესხის ლარში გადაყვანა არსებულ კურსს მინუს 20 თეთრის გათვალისწინებით. ამასთან ერთად თუ სესხის მოცულობა აღემატება დაწესებულ ლიმიტს შესაძლებელია მისი ნაწილის, მაქსიმუმ 40 000 დოლარის, გალარება.

აღნიშნული პროგრამით სუბსიდირებას ექვემდებარება  2015 წლის პირველ იანვრამდე ფიზიკური პირების ან ინდმეწარმეების მიერ აშშ დოლარში აღებული და უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები.

გალარების პროგრამა 17 მარტამდე გრძელდება.

დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ ბანკის ფილიალებს ან დაუკავშირდით ქოლ ცენტრს ნომერზე 224 24 24.  

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
WSJ: ისრაელმა აშშ-ს აცნობა, რომ ირანი ტრამპის მკვლელობას გეგმავს
Hürriyet: თურქეთის მიერ რუსეთისგან შეძენილი S-400-ები სპარსეთის ყურის ერთ-ერთ ქვეყანას მიჰყიდეს
თბილისში დააკავეს 1 პირი, რომელმაც არასრულწლოვანი დანით დაჭრა და მიიმალა
CNN: ისრაელი ლიბანს უახლოეს დღეებში ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილს დაუბრუნებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics