23:45 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-21 11:18:25, 1190 ნახვა

საზოგადოება
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შესაძლოა თამბაქოს მოწევა აიკრძალოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებები მოამზადა. ცვლილებების გათვალისწინებით, დახურულ შენობებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სტადიონებზე შესაძლოა, თამბაქოს მოწევა აიკრძალოს.

ცვლილებების პროექტზე დღეს, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი იმსჯელებს. 

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია ნათქვამი, ცვლილებების მიღების შემთხვევაში, თამბაქოს მოწევა სრულად აიკრძალება ნებისმიერ შენობა-ნაგებობაში, გარდა კერძო საცხოვრებელი სახლებისა, თამბაქოს კვამლის შემსწავლელი სპეციალიზირებული ლაბორატორიული დანადგარებისა, ასევე პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებისა. 

ამასთან, დამტკიცების შემთხვევაში მოწევა აიკრძალება ასევე, საზოგადოებრივ ტრანსპორტის ყველა სახეობაში. მათ შორის, სააღმზრდელო, საგანმანათლებლო და საგანმანათლებლო სააღმზრდელო, ნებისმიერი სხვა სასწავლო დაწესებულების, ასევე ბიბლიოთეკების, მოსწავლე ახალგაზრდობის ბანაკების, ბავშვთა გასართობი ცენტრების და 18 წლამდე პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულებების როგორც შენობა-ნაგებობებში, ისე მათ ტერიტორიაზე, აგრეთვე 18 წლამდე პირებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე და სტადიონებზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics