|
2017-02-21 10:57:35, 3570 ნახვა
მსოფლიო
ტრამპმა უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად გენერალი მაკმასტერი დანიშნა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, მან ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად გენერალი ჰერბერტ რეიმონდ მაკმასტერი დანიშნა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, მაკმასტერი შეერთებული შტატების არმიაში, სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციებზე მსახურობდა, მონაწილეობდა ავღანეთის და ერაყის ოპერაციებში. მედიის ცნობით, გენერალი კელოგი, რომელიც ამ თანამდებობიდან მაიკლ ფლინის გადადგომის შემდეგ დროებით მრჩევლის მოვალეობას ასრულებდა, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატს უხელმძღვანელებს. შეგახსენებთ, რომ მაიკლ ფლინი აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობიდან 14 თებერვალს გადადგა. ფლინმა აღიარა, რომ თეთრ სახლს არასრული ინფორმაცია მიაწოდა აშშ-ში რუსეთის ელჩთან სერგეი კისლიაკთან კონტაქტების შესახებ, რის გამოც პრეზიდენტ ტრამპს ბოდიში მოუხადა და თანამდებობა დატოვა. ტრამპმა მისი განცხადება დააკმაყოფილა. მოგვიანებით, ფლინმა განაცხადა, რომ კისლიაკთან არა სანქიცებს, არამედ აშშ-დან 35 რუსი დიპლომატის გაძევების საკითხს განიხილავდა.
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)