|
2017-02-18 16:53:55, 1942 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
ნანუაშვილი დეკანოზის საქმეზე: გარკვეულმა თანამდებობის პირებმა ალბათ სჯობს, ბოდიში მოიხადონ
"გარკვეულმა თანამდებობის პირებმა ალბათ სჯობს ბოდიში მოიხადონ და შეცდომები აღიარონ,"- ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც ომბუდსმენმა აღნიშნა, ის პოლიტიკოსების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს გულისხმობს, რომელიც დეკანოზის დაკავების საქმეზე მოისმინა. "სახალხო დამცველი კანონის და კონსტიტუციის შესაბამისად მოქმედებს, მე მაქვს სრული უფლებამოსილება, რომ ბრალდებულის მოსაზრებები გავაცნო საზოგადოებას. თუ ვინმეს არ მოსწონს ეს, ეს ნამდვილად არ არის სახალხო დამცველის პრობლემა",- განაცხადა ნანუაშვილმა. მისივე თქმით, ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე, საქმეში ჩანაწერების არსებობას არ გამორიცხავს. "ის ამბობს, რომ რეალურად შესაძლებელია იყოს ჩანაწერები, თუმცა ეს ჩანაწერები უნდა შეისწავლონ საგამოძიებო ორგანოებმა და დაცვის მხარესაც უნდა ჰქონდეს გარკვეული არგუმენტების გამოთქმის საშუალება. დღეს, როცა ასეთი უთანასწორო ბრძოლა მიმდინარეობს, მსგავსი დოკუმენტების გამოქვეყნება, მე ვფიქრობ იქნებოდა დაუშვებელი, რადგან დაცვის მხარესაც უნდა ჰქონდეს უფლება უპასუხოს ბრალდებებს", - განაცხადა ნანუაშვილმა დეკანოზთან შეხვედრის შემდეგ. შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე პროკურატურის თანამშრომლებმა მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით 10 თებერვალს დააკავეს. 12 თებერვალს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. იგი რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, 15 თებერვალს კი, ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ დეკანოზი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)