|
2017-02-18 14:04:01, 2094 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
მმართველი გუნდი „რუსთავი 2“-ის მიერ მაუწყებლობის შეწყვეტას აფასებს
პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, მას "რუსთავი-2"-ის საქმესთან დაკავშირებით პოლიტიკურ თემებზე მეტად სამართლებრივი საკითხები აინტერესებს. როგორც ვოლსკიმ განმარტა, აღნიშნულს მედიაში ნაკლები ყურადღება ექცევა. "ხალვაშს დაუწვეს ქონება, გააქციეს გერმანიაში, სადაც პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. იქნებ მართალია ხალვაში? ან იქნებ ყარამანაშვილია მართალი", - განაცხადა ვოლსკიმ. ვიცე-სპიკერი მიიჩნევს, რომ სასამართლომ ისეთი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რათა საზოგადოებაში არსებულ ყველა კითხვას პასუხი გაეცეს. ამასთან, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძეს შეფასებით, ნიკა გვარამია ტელევიზიების გათიშვის დიდოსტატია. ”მას ალბათ ეგონა, რომ ვინმე შეუვარდებოდა, დახურავდა, გათიშავდა. ეს მოლოდინი არ გაუმართლდა და თვითონ გააკეთა ეს ყველაფერი”, - აღნიშნა მდინარაძემ. შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა მაუწყებლობა შეწყვიტა. შესაბამისი გადაწყვეტილება საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა ზაალ უდუმაშვილმა პირდაპირ ეთერში გამოაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ტელეკომპანიამ გადაწყვეტილება საკუთარი უფლებების დასაცავად მიიღო. რამდენიმე დღის წინ, არხის დირექტორმა გვარამიამ განაცხადა, რომ კვირას ტელეკომპანიის თანამშრომლები არხის და სიტყვის თავისუფლების დასაცავად აქციას 14:30 საათზე მოაწყობენ. ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის წილებზე სამართლებრივი დავა მეორე წელია მიმდინარეობს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)