|
2017-02-18 11:23:27, 3783 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა CNN-ს, NBC-ს და The New York Times-ს ამერიკელი ხალხის მტრები უწოდა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, რამდენიმე ამერიკულ ტელეკომპანია NBC-ი, ABC-ი, CBS-ი და CNN-ი, ასევე გაზეთი The New York Times-ს ამერიკელი ხალხის მტრები არიან, - ამის შესახებ დონალდ ტრამპი Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. ამასთან, 16 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე, ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველის მაიკლ ფლინის გადადგომაზე ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა CNN-ს ცრუ ინფორმაციის გავრცელება დააბრალა. პრეზიდენტმა ასევე მედიას უსაყვედურა, რომ ახალი ადმინისტრაციის საქმიანობის დადებით შედეგებს არ აშუქებენ. „მე ვრთავ ტელევიზორს, ვშლი გაზეთებს და ვხედავ, რომ ჩვენს მუშაობას აფასებენ, როგორც ქაოსს. სინამდვილეში კი, ყველაფერი პირიქითაა“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა. შეგახსენებთ, რომ ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა მაიკლ ფლინმა თანამდებობა 14 თებერვალს დატოვა. ფლინმა აღიარა, რომ თეთრ სახლს არასრული ინფორმაცია მიაწოდა აშშ-ში რუსეთის ელჩთან სერგეი კისლიაკთან კონტაქტების შესახებ და ამის გამო პრეზიდენტ ტრამპს ბოდიში მოუხადა.
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)