|
2017-02-17 17:17:17, 1385 ნახვა
სხვადასხვა
გიორგი გახარია თურქეთის მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინდუსტრიის მინისტრს შეხვდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი სტამბოლში მიმდინარე სამმხრივი ბიზნესფორუმის ფარგლებში თურქეთის მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინდუსტრიის მინისტრს შეხვდა. ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი გახარიამ და ფარუკ ოზლუმ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. მხარეებმა მათ შორის სარფის ტერმინილზე მიმდინარე რეკონსტრუქციის შესახებ ისაუბრეს. როგორც შეხვედრაზე იტქვა, რეკონსტრუქცია რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს, რათა ორ ქვეყანას შორის ვაჭრობას ხელი არ შეეშალოს. ,,გვქონდა საუბარი იმის შესახებ, რომ თურქეთის მხარესთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები ღია გვაქვს და გვსურს, რომ კიდევ მეტი ქართული პროდუქტი იყოს წარმოდგენილი თურქულ ბაზარზე იმისთვის, რომ ჩვენი სავაჭრო ბალანსის დისბალანსი გამოსწორდეს. თურქეთის მხარე გვპირდება, რომ ეს ცვლილებები ახალ ხელშეკრულებაში გათვალისწინებული იქნება. ვისაუბრეთ ასევე სატრანსპორტო დერეფნებსა და ჩვენს გადამზიდავებზე “ - განაცხადა გიორგი გახარიამ. მინისტრის თქმით, სამ ქვეყანას შორის თანამშრომლობა არის საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება მეზობელმა ქვეყნებმა ერთმანეთის ეკონომიკურ პოტენციალს სინერგიის ძალა შესძინონ და თავიანთი ეკონომიკები სწრაფად განავითარონ. გიორგი გახარიას განცხადებით, ამას დღევანდელი გამოწვევების პერიოდში სერიოზული მნიშვნელობა აქვს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)